ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა.
როგორც მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.
„პარტიის პოლიტსაბჭოს წესდებით, ჩვენ გვაქვს პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა როგორც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.