ევროკავშირის საბჭომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ევროკავშირმა გახსნა მეორე კლასტერი – „შიდა ბაზარი“ და მესამე კლასტერი – „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“- განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებით, რომელიც მოლაპარაკებების ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. უნგრეთის ვეტოს გადასალახავად უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.