სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაეროს ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს. მათივე ცნობით,
31 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.
"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.