უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ოთხ პუნქტს დაარტყეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„გასული დღე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის დრონების მართვის ერთბაშად ოთხ პუნქტს დაარტყეს - ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციასი.
გენერალური შტაბი ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნედ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე დროებითი განლაგების პუნქტსა და დრონების მართვის პუნქტს ასახელებს. ეს პუნქტი რუსული ქვედანაყოფის „რუბიკონის“ შემადგენლობაში შედიოდა. „რუბიკონი“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დრონების ცენტრია, რომელიც ფრონტისპირა დასახლებებში მშვიდობიან მოსახლეობასაც ესხმის თავს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის დრონების მართვის პუნქტებს ასევე დაარტყეს ხერსონის ოლქში, ოლეშკის მახლობლად და დონეცკის ოლქში, ბელიცკის რაიონში.
გარდა ამისა, ბრიანსკის ოლქში, ალექსანდროვსკოეს რაიონში, დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზეც განხორციელდა.