მე არ ვიცი დიფ სტეიტის განმარტება, მაგრამ ვიცი რუსეთუმეს განმარტება - ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ ომის პარტია არის ევროპა და არა რუსეთი, რომ ევროპაში გაგვათხოვებენ, არის ჩვენი მტრის მომხრე, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“საქართველო ასეული წლებია რუსებისგან იტანჯება, რუსული სახელმწიფოსგან იტანჯება, ჩვენი სისხლით ვერ გაძრა რუსეთი და ჰოი საოცრებავ ჩვენი მთავრობა ევროპაში ეძებს ომის პარტიას, ამერიკაში ეძებს დიფ სტეიტს , მე არ ვიცი დიფ სტეიტის განმარტება, მაგრამ ვიცი რუსეთუმეს განმარტება - ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ ომის პარტია არის ევროპა და არა რუსეთი, ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ ევროპაში გაგვათხოვებენ, არის რუსის აგენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, არა მგონია ვინმე უნებლიეთ იყოს, მაგრამ არის ჩვენი მტრის მომხრე ეს არის ფორმულა, რომელიც იცის ქართველმა ერმა, ვიცით ჩვენ ეს სისხლში გვაქვს, ვიცით ვინ არის ჩვენი მტერი და დღეს გვაბრმავებენ, ქრისტემ თვალი აგვიხილა და ესენი გვაბრმავებენ... მე ასეთი დადუმებული ეკლესია ჯერ არ მინახავს“, - თქვა ამბობს არქიმანდრიტმა.