"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადაფარვას ემსახურებოდა და სწორედ ამიტომ დაანადაშაულა მან მედია ცილისმწამებლურ კამპანიაში.
გალდავას თქმით, დამნაშავეები თავად "ქართულ ოცნებაში" არიან.
"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე რღვევის და კრიმინალური გარჩევების გადასაფარად, ახლა ადანაშაულებენ მედიას ცილისმწამებლურ კამპანიაში. "ქართული ოცნება" არის დამნაშავე, რომ აწარმოა სისხლიანი კამპანია საარჩევნო პერიოდში, იმაში, რომ პირდაპირ ეთერში მოუწყო "ბართლომეს ღამე" მედიის წარმომადგენლებს იმაში, რომ ახალისებს ცილისმწამებლურ კამპანიას და მუდმივად საუბრობს სიძულვილის ენას. ასე, რომ დამნაშავეები არიან "ქართულ ოცნებაში".- განაცხადა გალდავამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის მინახულების შემდეგ მედიას განუცხადა: "უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული".