მანიპულაციები რომ არ დარჩეს გიორგი გახარია ჩართვის შესაძლებლობა მივეცით დათქმით და პირობით, რომ ტელეეკრანიდან მაინც არ შეეშინდება კომისიის და კომისიის წევრების, რაც მთავარია, იმ კითხვების, რომელზე პასუხებიც არ იქნება მარტივი, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველი მოწვევის დროს გახარია ამბობდა, რომ მოვიდოდა და დაამთავრებდა კომისიას, მაგრამ მოვიდა და თვითონ დამთავრდა, რადგან კითხვაზე პასუხები არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მეორე გამოძახების დროს ამის შეეშინდა და უცხოეთში გაიქცა, რადგან უწყების ჩაბარების დროს არ თქვა, რომ მეორე დღეს უცხოეთში წასვლას აპირებდა. როგორც ჩანს, გაიაზრა, რომ კომისიის სხდომაზე მეორედ განადგურდებოდა, მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც ჩორჩანას და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები მოვიდნენ კომისიაზე და პირდაპირ თქვეს, რომ საგუშაგოს დადგმის შემდეგ, დაკარგეს დაახლოებით, მილიონი კვადრატული მეტის ტერიტორიის სარგებლობის შესაძლებლობა. გაიქცა და იქაც მივეცით საშუალება, რომ ათი დღის განმავლობაში ჩამოსულიყო და კომისიაზე მობრძანებულიყო. შეეშინდა და არ ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში, მანიპულაციები რომ არ დარჩეს, ჩართვის შესაძლებლობა მივეცით დათქმით და პირობით, რომ ტელეეკრანიდან მაინც არ შეეშინდება კომისიის და კომისიის წევრების. რაც მთავარია, იმ კითხვების, რომელზე პასუხებიც არ იქნება მარტივი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.