ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის მიმართ, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპარძემ ბრიფინგზე განაცხადა. ის გამოეხმაურა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურისთვის მეორედ გადაცემის საკითხს.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ივანიშვილს და მის გუნდს მისი ოპონენტის, მამუკა ხაზარაძის ეშინია.
"დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტის დევნას. კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი დღეს კიდევ ერთხელ იყო დაბარებული წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. რა თქმა უნდა, პასუხი იყო პრინციპული და მკაფიო, რომ მამუკა ხაზარაძე არ აპირებდა გამოცხადებას წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. მამუკა ხარაზაძე არ აპირებს არანაირ კომუნიკაციას არალეგიტიმურ პარლამენტთან და ჩვენთვის ცხადია, რომ ეს ბრძოლა გრძელდება ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც წულუკიანმა და რუსულმა რეჟიმმა მიიღო მკაფიო პასუხი მამუკა ხაზარაძისგან, რომ ის არ გამოცხადდებოდა ყალბ საგამოძიებო კომისიაზე, წულკიანმა და ივანიშვილის დამქაშებმა კიდევ ერთხელ, მეორეჯერ გადასცეს მამუკა ხაზარძის საქმე პროკურატურას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ეშინია მისი მთავარი ოპონენტის, ეშინია მამუკა ხაზარაძის პეროსნალურად და ეშინია იმ გუნდის, რომელიც იბრძის ყველა შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს ქუჩა, ის საგარეო მუხტი, რომელიც აუცილებელია, რომ გაძლიერდეს და ამ სპროტესტო მოძრაობას ჩვენ დავუდგებით ბოლომდე გვერდით, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატირმოდან გააგრძელებენ ბრძოლას.
ჩვენი განაცხადი ძაიან მარტივია, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის განაცხადი, რომლის საქმე მეორეჯერ შევიდა აქ უკვე პროკურატურაში ივანიშვილის შურისძიების მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას ნებისმიერ ფასად. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის მიმართ. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა მივა ბოლომდე და ამ ბრძოლას გაუწევს მთავარ მხარდაჭერას, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან, სადაც ის ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე "ქართული ოცების" ის ჩინოვნიკები, რომლების დაფარფაშებენ და დაძრწიან გაყალბებული და არალეგიტიმური პარლამენტის დერეფნებში, - განაცხადა კუპრაძემ.