“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას,” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით
“არ არსებობს არანაირი საგამოძიებო კომისია, არსებობს ღალატის კომისია და რუსების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს თეა წულუკიანი, რომლის მამა თავის დროზე იყო ჯალათი და არაერთი ადამიანი ჰყავს სასიკვდილოდ გამეტებული და ქალბატონი წულუკიანიც ამას ძალიან ღირსეულად ასრულებს. ვიმეორებ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი და ეს არის ერთპარტიული შეკრების ადგილი რეჟიმის, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას, ამიტომაც ამ გადმოსახედიდან ყველაფერი გამართლებულია, რაც რეჟიმთან არ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე თუ დამიბარებენ ეს შემიძლია ჩავთვალო მხოლოდ პატივად. რუსებისთვის როდესაც პრობლემას წარმოადგენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სწორ გზაზე დგახარ. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ღალატის კომისიაზე მისვლას.” - განაცხადა ანა წითლიძემ.