ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა.
“რასაკვირველია ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. დღეს, პოლიტიკური ლიდერები ისჯებიან პატრიოტიზმისთვის, ისჯებიან გამბედაობისთვის და ისჯებიან იმისთვის, რომ იმ ცირკში არ გამოცხადდნენ, რასაც თეა წულუკიანის გაუგებარი კომისია ჰქვია.
ჩემი სოლიდარობა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს ალბათ მათ რიგებს გიორგი ვაშაძე შეუერთდება, სულ რამდენიმე დღეში ალბათ გივი თარგამაძეც.
წარმოუდგენელია რაც ხდება, ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს. ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა. თავისუფლება თითოეულ პოლიტპატიმარს და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.