“უპირველეს ყოვლისა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს. ოპოზიციის ლიდერები რეალურად დღეს ისჯებიან იმისათვის, რომ არ უთმობენ ქვეყანას რუსეთს. ” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ
ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს სურს, ისეთი ქვეყანა, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია.
“უპირველეს ყოვლისა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ პირველ რიგში პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის. რეალურად დღეს ისინი ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ არ უთმობენ ჩვენს ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის. ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და ჩვენ ერთიანობით, სულისკვეთებით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.