თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, სხდომა მომდინარეობს.
ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ პროცესს და განაჩენის გამოცხადებას არ ესწრება.
"10 წუთის წინ ველაპარაკე ზურა ჯაფარიძე და ის უარს აცხადებს საერთოდ სასამართლოზე გამოცხადებაზე. მისი პოზიციაა, რომ არარ ენდობა სასამართლსო ამთ შორის. მან უყურება პროცესებზ, სადაც იგივე მოსამართლემ (ჯვებე ნაჭყებიამ)არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ, უარს აცხადებს გამოცხადებაზე, თუმცა თანხმობა არის, რომ დავასრულოთ სხდომა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძის გარეშე", - განუცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან 4 მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.