"ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო დარბაზში სცემს.
მისი თქმით, თაზო დათუნაშვილი სასამართლოში ჰყავთ დაკავებული.
„ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე. თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული!
არ შეგრჩებათ! მწარედ მოიმკით დღევანდელ დღეს!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისათვის, საქალაქო სასამართლოს ეზოში, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი, ლიდერი თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დათუნაშვილი გინების გამოა დაკავებული.