პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცა.
საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, რომ ის მძიმე მოვლენები, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება, უკვე კადიროვის საქართველოა.
ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო მისი (თინა ბოკუჩავას) პოლიტიკური განეიტრალებისკენ, უპირველეს ყოვლისა, და პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს.
სრულ თანადგომას ვუცხადებთ თინას და კვლავ ვაფიქსირებთ, რომ ამ მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს, ამ უმძიმეს მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით, ვგულისხმობ ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბაშვებს.
ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წლინ და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები.
ამგვარ ვითარებაში, ხაზგასმით ვამბობ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, სრული ართანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს პირველ რიგშ, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს და არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, - თქვა ნიკა გვარამიამ.