ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი.
მათ არ სჭირდებათ განვითარებული საქართველო ძლიერ პარტნიორებთან ერთად. მათ უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ ჭაობში.
ეს წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ხალხი, რომელიც მზად არის ძალაუფლებისთვის ქვეყანა გაყიდოს.
ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და დააზიანოს წლობით ნაშენები ურთიერთობები. მან უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს.
ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი გეგმაა დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ქვეყანა სწრაფად გამოვიყვანოთ იზოლაციიდან, აღვადგინოთ კავშირები დასავლელ პარტნიორებთან და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი.
გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად საქართველოსთვის!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.