თუ რუსეთს სურს ომის დასრულების მზადყოფნის დემონსტრირება, ის ჯერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, შემდეგ კი სხვა საკითხების ჯერიც მოვა, მათ შორის ვლადიმირ პუტინის მიერ შემოთავაზებულ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე. ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი
„ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით“, - დაწერა ერმაკმა Telegram-ზე.
ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები.
შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.