კობახიძე, რომელიც 26 მაისს აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არაფერი ესაქმება ამ დღესთან, - ასე ეხმაინება ირაკლი კობახიძის განცხადებას "გახარია- საქართველოსთის" წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია.
გუშინ ირაკლი კობახიძემ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთვან დაკავშირებით განაცხადა:„რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“.
აქუბარდიას თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ქართველი ხალხი ერთად აუცილებლად იზეიმებს და ამაში კობახიძე ხელს ვერავის შეუშლის.
"ირაკლი კობახიძეს, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და საქართველოს სუვერენიტეტთან საერთო არაფერი არ აქვს, მათ შორის იმით, რომ ის შეგნებულად არასდროს საოკუპაციო ხაზთან არ გასულა, მიუხედავად ვალდებულებისა, მათ შორის იმითაც, რომ 26 მაისს ნაცვლად ხალხთან დგომისა ის აუზზე გარუჯვას ამჯობინებდა, არ ესაქმება არაფერი ამ დღესთან. შესაბამისად, ამ საერთო, სახალხო დღესასწაულს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რა თქმა უნდა, რომ ქართელი ხალხი ვიზეიმებთ", - განუცხადა თეონა აქუბარდიამ "ტვ პირველს".