პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, ღია იერიში მიიტანა შეერთებულ შტატებზე.
აქუბარდიას თქმით, ასეთი განცხადებები დამაზიანებელია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისთვის და ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რისთვის არის მისული ოხანაშვილი სუს-ში.
"ამ განცხადებით, ისე რომ არ დასრულებულა საქმის მოკვლევა სავარაუდოდ, ოხანაშვილმა ღია იერიში მიიტანა შეერთებულ შტატებზე და მათ შორის იმ თანამშრომლობაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი წარმატებული შეერთებულ შტატებთან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკური დაპირისპირების ხაზის გაგრძელებას, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რეალურად რისთვის არის მისული ოხანაშვილი სუსში, თავისი ანგარიშიდან გამომდინარე, სადაც დეზინფორმაციაში დებს ბრალს დასავლეთის რიგ ქვეყნებს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ.
სუს-მა ამერიკის საელჩოს შეუთანხმებელი ინფორმაციის გავრცელების თავშეკავებისკენ მოუწოდა.