რა შეიძლება, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პროცესს გაუკეთოს ცუდი? ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შემოიტანოს სტაგნაცია და უძრაობა. ამაზე ცუდი არაფერი არსებობს. ამას მოაქვს ნიჰილიზმი. ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა კაცმა – ნებსით თუ უნებლიეთ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა წამყვანის შეკითხვაზე თუ რა არის საფუძველი იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“.
„რაც შეეხება კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ჩემი პრეტენზიები გამართლდა. რა პრეტენზია შეიძლება, მქონოდა იმ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიისადმი, რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთს, მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, რომ მსხვილი ოპოზიციური დასავლური ვექტორის პარტია დასუსტებული როდესაც იყო, მაშინ მოძლიერებულიყო. რატომ მინდოდა ასე? ცოტა შორს ვიხედები და ჩემთვის ამომავალი წერტილი არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა. ამიტომ ამ ბრძოლის დროს, ამ ბრძოლაში შესუსტებული დასავლური ვექტორი იქნებოდა კატასტროფა. მეორე ტური ხომ დავდეთ, ეს პრაქტიკული გამარჯვება იყო მაშინდელი ოპოზიციის. მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა წამოვიდა. რა შეიძლება, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პროცესს გაუკეთოს ცუდი? ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შემოიტანოს სტაგნაცია და უძრაობა. ამაზე ცუდი არაფერი არსებობს. ამას მოაქვს ნიჰილიზმი. ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა კაცმა – ნებსით თუ უნებლიეთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიკა მელიას ხომ არ ადანაშაულებთ პარტიაში უძრაობის შეტანაში, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას ადანაშაულებს.
„რა თქმა უნდა. ნებსით მოხდა, უნებლიეთ, ცუდი სტრატეგიაა, მე არ ვიცი, რა არის. შეიძლება, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ, არ ვისაუბრებ, თუმცა ფაქტია, რომ 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია, მეტიც და რვა პროცენტზე დაიყვანა. თითქმის ყველაფერი ვთქვი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.