გვარამია ევროკავშირი კი არ არის, ის არის ყოფილი გენპროკურორი, რომელიც იმ გუნდის ლიდერი იყო და იმ გუნდის პარტიული ფუნქციონერია დღესაც, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს საერთოდ უსაფუძვლოდ იჭერდნენ და უსჯიდნენ გრძელვადიან სასჯელებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გვარამია არის პოლიტიკური ფუნქციონერი, დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას.
„გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნისდროს კახეთში ადამიანი გაასამართლეს მკვლელობის გამო და რამდენიმე ადამიანი გვამის გადამალვისთვისგაასამართლეს. ეს „მოკლული“ ადამიანი სოფელში დაბრუნდა და არ იფიქროთ, რომ გაათავისუფლეს დაპატიმრებული ხალხი. მათ ბრალდებები შეუცვალეს, იმდენად შეკერილი საქმე იყო. ეს ერთი მაგალითია. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბე იყო მართლმსაჯულების სისტემა. მაგალითად, კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლო საჯარო მოხელით, ერთი ვერტიკალი იყო აწყობილი, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობდა. ეს ადამიანი არის პოლიტიკური ფუნქციონერი, დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას.
ევროპული სასამართლო ის კი არ არის, რომელიც პოლიტიკურ კალენდარს ითვალისწინებს, რომელიც პარტიებს ურეკავს და ეკითხება, შეიძლება ახლა ამაზე ვიმსჯელოთ? ეს არ არის ევროპული სასამართლო. ევროპული სასამართლო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკოსებსა და პარტიებს კი არ უთანხმებს, როდის რა გააკეთოს, არამედ კანონის თანახმად მიჰყვება პროცესს და შესაბამისად, თუ ვინმემ დააშავა იმას ასამართლებს და აძლევს პასუხისგებაში. ეს არის კანონის უზენაესობა. ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტების საქმეზე რომ გამოიტანა გადაწყვეტილება სასამართლომ ერთი კვირით ადრე, ტაშს რომ უკრავდნენ სასამართლოს, ძალიან კმაყოფილები იყვენენ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგივე სასამართლომ როდესაც გვარამიასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ახლა ამბობენ, რომ ეს არის ცუდი სასამართლო და უსამართლო. ერთი კვირით ადრე კი ძალიან კარგი და სამართლიანი იყო სასამართლო. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, მეგობრებო?“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.