"სააკაშვილი თითქოს იბრძოდა საქართველოს და საქართველოს დემოკრატიისთვის, მაგრამ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე", - განმარტავს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული.
"აცხადებდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას. როცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს არ დაგეგმავდნენ, დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდებათ პროვოკაციების მოსაწყობად. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია "იმედზე", დღეს იგივე ხალხი გადაფუთულები ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახონ. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული - ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც სცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდითო, რომ ადამიანები თუ მოკვდნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო, საზოგადოებამ 8- ჯერ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი და მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას,"- განაცხადა თალაკვაძემ.