დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ორსულებს მოუწოდებს, რომ გრიპის ვაქცინა გაიკეთონ.
"ის, რომ თითქმის მთელ ევროპაში ლოკდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს და გასაგებია, რომ ზუსტად იგივეა გრიპისგან თავდაცვა. ორსულებს დღესაც მოვუწოდებ იმიტომ, რომ მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, რომ აიცრან", - აცხადებს იმნაძე.
იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში 20 000-ზე მეტი გრიპის ვაქცინაა დარჩენილი.