გრიპი ჯერ არ არის, თუმცა გრიპისმაგვარი ვირუსები ძალიან ცოტა, მაგრამ ცირკულირებს. ძირითადად, თუ ვინმეს აქვს გაციების სიმპტომი, ეს არის კორონა, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.
"ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ამას ბევრი რამ უწყობს ხელს. ყველა არა, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ნიღაბს სწორად ხმარობს. თანაც, სახელმწიფო პროგრამით აცრილი არის 170 000-მდე ადამიანი, გარდა ამისა, კერძო სექტორში 50 000-მდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ამდენი ადამიანი გრიპზე არასოდეს არ აცრილა ჩვენს ქვეყანაში.
გრიპი ჯერ არ არის, თუმცა გრიპისმაგვარი ვირუსები ძალიან ცოტა, მაგრამ ცირკულირებს. ძირითადად, თუ ვინმეს აქვს გაციების სიმპტომი, ეს არის კორონა", - თქვა იმნაძემ.