ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მივედით ამ ვითარებამდე, ინტერვიუებში და გამოსვლებში ხშირად გიხსენებიათ აგვისტო, ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მწვანე სტატუსის მაჩვენებელი პერიოდი, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბათუმის ჩაკეტვით თავიდან აგვეცილებინა ის რეალობა, რაც დღეს გვავქვს, იმნაძემ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდათ, კორონავირუსის შემთხვევები ასეთი დიდი რაოდენობით არ იქნებოდა.
„მოდით, ნუ ვილაპარეკებთ იმაზე, რა შეიძლებოდა. ბევრი რამ შეიძლებოდა. ვიდრე მსოფლიოშია კორონა, საქართველო ვერ დარჩებოდა ისე, ახალი ზელანდია არ არ ვართ და კუძული, არც ყველასგან ძალიან მოშორებული ვართ. საქართველო დედამიწაზეა, ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლაი 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.