როდესაც არათანმიმდევრულია ჯანდაცვის სისტემა, სფერო, რომელიც პასუხისმგებელია რეკომენდაციებზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება, რაიმე დაუჯეროს, - ამის შესახებ კლინიკა "ჰელსიკორის" კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა.
"როცა 20 შემთხვევაში გამოვაცხადეთ ჩაკეტვა და გავჩერდით, მაშინ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ჩაკეტვისთვის უნდა მოვმზადებულიყავით ახლა. არა იმ ფორმის ჩაკეტისთვის, როგორც მაშინ ჩაგვკეტეს, არამედ - შეზღუდვებისთვის. დღეს ადამიანებს შეზღუდვის საჭიროებას ვეღარ ვაჯერებთ. ჩავკეტეთ 20-ის შემთხვევაში, შემდეგ დავუშვით პრაქტიკულად სრული გახსნა - რესტორნები, დასვენება, ბათუმის სანაპიროებზე ჩასული მთელი საქართველო. შემდეგ დავბრუნდით რაღაც გარკვეულ შეზღუდვებზე, რომელიც ორი დღით მოვხსენით, შვებულებაში გავიდა კოვიდი? როდესაც არათანმიმდევრულია ჯანდაცვის სისტემა, სფერო, რომელიც პასუხისმგებელია რეკომენდაციებზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება, რაიმე დაუჯეროს", - თქვა ლოლაძემ.