თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის მკაცრი ჩაკეტვა. ამის შესახებ რატიანმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
"მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ავიცილოთ თავიდან ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ.
დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე," - აღნიშნა ლევან რატიანმა.