პაატა ბურჭულაძე სახელწმიფო ხალხისთვის წევრები არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობენ. გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიულეტენი მოხეულია ისე, რომ ამომრჩეველი ვერანაირად ვერ შემოხაზავს პირველ ნომერს. „გარდაბანი-თეთრიწყარო...
15.00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საკუთარი არჩევანი 30 651-მა ადამიანმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29,33 %-ს შეადგენს. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი ტიპის...
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და პარტიიდან გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გორიდან არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამომრჩეველს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მეტნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს და იმედოვნებს , რომ ყველა ი...
ბათუმში, მაზნიაშილის ქუჩაზე, ბავშთა ბაღის შენობაში განთავსებულ 69-ე ოლქის 51-ე უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, თვითხილველების ინფორმაციით, ასაკში შესული მამაკაცი უბანზე შესასვლელად კიბეებზე ადიოდა. თუმცა, ის შუა კიბეზ...
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე მასობრივად ფიქსირდება დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, ილია კოკაიას მიერ ამომრჩევლების მიმართ ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული ...
კენჭისყრის პროცესში იყო დარღვევები, თუმცა არც ისეთი, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს, - განაცხადა აჭარაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ. მისი თქმით, რეგიონში დარღვევების დიდი ნაწილი ნაკლებად კვალიფიციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შედეგად დაიწ...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. "კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში. აღვნიშნავთ, რომ მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფ...
ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე ბიულეტენების აკინძვისას სავარაუდო სტამბურ შეცდომაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენები. „სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა. ერთმანეთს...
„ერთ-ერთი რაიონის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს 50 000 დოლარს სთავაზობდნენ, იმისთვის, რომ მას დანებება და კაპიტულაცია გამოეცხადებინა,“- ლეიბორისტული პარტიის შტაბში ბრიფინგი გაიმართა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი პარტიის წევრს თანხა დღეს შესთავაზეს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოსახლეობას...
ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები სოფელ მაწიმის საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და უბნის დახურვას ითხოვენ.როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უბანზე ხმის მიცემა დუშეთის საარჩევნო ოლქისთვის განკუთ...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დაფიქსირდა გარკვეული ტიპის დარღვევები. კერძოდ, თბილისში ნაძალადევის მეთვრამეტე უბანზე მოიპოვეს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე. ...
,,ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ დარღვევების შესახებ უკვე მეორედ გამართულ ბრიფინგზე საუბრობენ. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი საუბრობს იმ ახალი დარღვევების შესახებ, რომელიც ,,თავისუფალი დემოკრატების“ წამომადგენლება ცენტრალურ შტაბს საარჩევნო უბნებიდან მიაწოდეს. ...
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის სოფელ ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, კომისიის წევრები ქისტურ ენაზე ამომრჩევლებს მოუწოდებენ, ხმა „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს არ მისცენ. ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, კომისი...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კახა კახიშვილის განცხადებით, მან მხარი იმ პარტიას დაუჭირა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. „საქართველოს...
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლაშა დამენიას ინფორმაციით, დილიდანვე უბნების გახსნა დაგვიანებით დაიწყო. "რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ. საოლქოს დასაკომპლექტებელი ექვსი კომისიის წევრი დაკომპლექტებულია მთლიანად "ქართული ოცნების" აქტივისტებით და მათი სანათესაოს ...