"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლაშა დამენიას ინფორმაციით, დილიდანვე უბნების გახსნა დაგვიანებით დაიწყო.
"რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ. საოლქოს დასაკომპლექტებელი ექვსი კომისიის წევრი დაკომპლექტებულია მთლიანად "ქართული ოცნების" აქტივისტებით და მათი სანათესაოს მხრიდან. გარდა ამისა დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელის ფაქტები. დევნილ მოსახლეობას ხვდებოდა სხვადასხვა პირები, რომლებიც იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ. სომხური კარუსელის გაკეთების მცდელობა ქონდათ ასევე სოფელ ფიჩორის გადმოსასვლელთანაც. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატ მერაბ ქვარაიას დაყვება სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები", - განაცხადა დამენიამ.
საარჩევო პროცესის მიმდინარეობა მიმდინარეობა შეაფასა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა. მირანდა მესხის თქმით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება გარდა მცირე ტიპის პროცედურული დარღვევებისა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.