15.00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საკუთარი არჩევანი 30 651-მა ადამიანმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29,33 %-ს შეადგენს.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევები არ ფიქსირდება, გარდა პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელიც არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს.