ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები სოფელ მაწიმის საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და უბნის დახურვას ითხოვენ.როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უბანზე ხმის მიცემა დუშეთის საარჩევნო ოლქისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა.