ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ბიონსემ თავისი ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ტყუპი ქალ-ვაჟი მომღერალმა 12 ივნისს გააჩინა. ცნობილ რეპერ ჯეი ზისგან მას კიდევ ერთი ბავშვი, 5 წლის ბლუ აივი ჰყავს.
ბრიტანელი წყვილის მცდელობა, „ბინძური ცეკვების“ ცნობილი ილეთი შეესრულებინათ, წარუმატებლად დასრულდა. შერონ და ენდი პრაისებმა საქორწილო ცეკვის რეპეტიცია სომერსეტის საგრაფოში მოაწყვეს. შერონი 9 მეტრის დისტანციიდან გაიქცა და ქმარს შეახტა, თუმცა ენდი პატრიკ სუეიზივით ძლიერი ვერ აღმოჩნდა. ის და ...
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ოლანტა უმალა და მისი მეუღლე ნადინ ერედია პოლიციამ დააპატიმრა. ისინი 18 თვეს საპყრობილეში გაატარებენ, მანამდე, სანამ ფულის გათეთრების ბრალდებაზე გამოძიება არ დასრულდება. ექსპრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ოლიანტა უმალა პრეზიდენტის პოსტს 2011-2016 წლებში იკავებდა.
იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შსს სერვისების მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 3 200-ზე მეტი ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცა. იუსტიციის სახლში შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი - ნასამართლობის შესახებ ცნობა 3 მაისიდან გაიცემა. სერვისით სარგებლობა მოქ...
პარიზელები დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებენ. თეთრი სახლის ლიდერს პროტესტი ასობით აქტივისტმა გამოუცხადა. აქციის მონაწილეებს შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მათ პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ქალთა დისკრედიტაციის გამო გააკრიტიკეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა....
საფრანგეთი მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ფრანგები ბასტილიის აღების დღეს ზეიმობენ. სადღესასწაულო აღლუმს ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საფრანგეთის პირველი ლედი დაესწრნენ. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი და ამერიკის პირველი ლედი. ტრამპები პარიზს ორდღიანი ...
უკრაინაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრები დააკავეს. სპეცოპერაცია ხარკოვში ჩატარდა. დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ჩეჩნეთის ლიდერი მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. რამზან კადიროვის თქმით, სასამართლომ ზაურ დადაევს ხანგრძლივი პატიმრობა საეჭვო მტკიცებულებებით მიუსაჯა. ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ 5 ჩრდილოეთკავკასიელს განაჩენი გუშინ გამოუტანეს. მკვლელობის უშუალო შესრულებაში ბრალდებულ ზაურ...
ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან, ადგილობრივებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე...
ოთარ აბესაძის საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, ბრალდებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში მერიის სხვა თანამშრომლებსაც ასახელებს. როგორ პროკურორმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, ოთარ აბესაძე დანიშნულია მერიის მიერ და შესაბამისად, საჯარო სამსახურს ასრულებს. "2017 წლის პირველ ივლისს გამოძიება დაიწ...
ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თან...
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგი...
გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. მამაკაცი 57 წლის, ხოლო ბავშვი 6 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენიისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა. მამის საძიებო სამუშაოები ...
ბათუმის ბულვარში აგრონომიული სამუშაოები გრძელდება. სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს აგრონომიული სამსახურის მიერ სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, დეკორატიულ ბუჩქებს სარეველა ბალახისაგან გაწმენდითი სამუშაოები უტარდება, ფხვიერდება ხე-მცენარეების ნიადაგი, ერთწლოვანი ყვავილე...