ლევან ბოძაშვილმა შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე უარი თქვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სხვა კანდიდატებთან მუშაობა, ბოძაშვილმა კი შესაბამისი პროცედურის დაწყებისთვის, ოფიციალური განცხადებით საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე მიმართა.
ცნობისთვის, ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში ელჩის პოზიციაზე პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მას უფლებამოსილების შესრულება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო.