პარლამენტის თავმჯდომარეს ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიეჭრა.
მას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა არ მისცა, რის გამოც, ადა მარშანიამ ასეთი ფორმით ისარგებლა მიკროფონით.
„ქალბატონო ადა, ელემენტარული წესები არსებობს პარლამენტში, ეს უკვე სერიოზულიც აღარ არის, სირცხვილია უკვე ეს საქართველოს პარლამენტში“ - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
დღეს, უმრავლესობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს. საპარლამენტო ოპოზიციამ მწვავე დებატების შემდეგ, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად, ხმაურით დატოვა.