თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 40 წლამდე მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით, სასაფლაოზე, შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობას აღიარებს. „შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რ...
შეერთებული შტატები ესპანეთის ერთიანობას უჭერს მხარს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პირადად განუცხადა. ვაშინგტონში მარიანო რახოის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ კატალონიაში დაგეგმილ რეფერენდუ...
შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. აშშ ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამჯერად აკრძალვები ჩრდილოეთ კორეის ფინანსური სექტორისკენაა მიმართული. სანქციები ქვეყნის 8 ბანკსა და 26 მოქალაქეს შეეხეო, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ ჩინეთში, რუსეთში, ლიბიასა ...
2020 წლისთვის უკრაინაში აეროპორტების რაოდენობა 50-მდე უნდა გაიზარდოს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა გააკეთა. „2020 წლისთვის ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, გავზარდოთ აეროპორტების რაოდენობა 50-მდე. ეს ნიშნავს აეროპორტს კროპივნიცკში“, აღნიშნა მინისტრმა. მისი აზრით,...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქეით გილმორთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ უმაღლ...
თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტულ...
ეს პროექტი წინა მერის პირობებში ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ამას უფრო სადღეგრძელოს ქუთაისზე დავარქმევდით, ვიდრე განვითარების გეგმას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ გადაცემა "არჩევანში" ქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე საუბრისას აღნიშნა. გოგისვანიძემ ახ...
გილოცავთ კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც ქუთაისი აღარ არის საპარლამენტო ქალაქი, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კონსტიტუციის დამტკიცება. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ვაშაძემ ახალი კონსტიტუციის შეფასებასთან ერთად ქ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარება. საუბარი შეეხო იმ მძიმე...
Raymond James-ის ანალიტიკოსი კრისტოფერ კასო აცხადებს, რომ iPhone X-ის მასიური წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. არადა ეს იმ ფონზე, როდესაც Apple-მა მისი გაყიდვები 3 ნოემბრიდან უკვე დაანონსა. ექსპერტი აცხადებს, რომ iPhone X-ის მასიური წარმოების დაგვიანება მიანიშნებს იმას, რომ Apple-ს საიუბილეო ფლაგმანი ...
სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის რწმუნებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწვეყტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რომელმაც ალექანდრე ესიტაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელა. ცნობისთვის, დაცვის მხარე 12 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლე მარინე ცერცვაძემ არ დაა...
ოპოზიციის არათანმიმდევრილობის და არასწორი პოზიციის გამო, შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციის უარი გახდა მიზეზი ზუსტად იმისა, რომ ვერ შედგა კონსენსუსი 2020 წელს პ...
3-4 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობდნენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მაგრამ ყველას ეცოდინება თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტით თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის"...
ფოთში Nike–ის, New Balance–ის და Puma-ს ტანსაცმელი ოქტომბრიდან შეიკერება, შესაბამისი ქარხანა კი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას "კომერსანტი" "აჭარა ტექსტილის" ფინანსურ დირექტორზე, გია ლომინაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში ადგილზე 3000 ადამიანი დასაქმდება."...
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. ამით საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დასრულდა და მოფრენის ახალი ტერმინალი ექსპულატაციაში შევიდა. მოფრენის ახალი ტერმინალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნ...