შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. აშშ ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამჯერად აკრძალვები ჩრდილოეთ კორეის ფინანსური სექტორისკენაა მიმართული. სანქციები ქვეყნის 8 ბანკსა და 26 მოქალაქეს შეეხეო, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ ჩინეთში, რუსეთში, ლიბიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. სანქციების ახალი პაკეტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დამატებას წარმოადგენს.