პარლამენტის წევრმა "მწვანეების " ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა. განცხადება გაჩეჩილაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისივე თქმით, "მწვანეთა პარტია" საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, მმართველი გუნდისთვის ყველა საკითხში ოპონირების და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთა. მაშინ გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ მის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება "მწვანეთა პარტიისთის" დაფინანსების შეწყვეტას უკავშირდებოდა.