საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სპეციალურ მიმართვას გააკეთებს ვილნიუსის სამიტსა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება ხვალ, რაც პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.
"ჩვენი ხალხის არჩევანი არის ევროპული ოჯახი, ევროპული გზა, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. რაც შეეხება ასოცირების მნიშვნელობას, საქართველოს გაეხსნება მრავალმხრივი გზა, იქნება ეს ბიზნესის კუთხით, იქნება ეს ვაჭრობის კუთხით თუ სხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.