1 ივნისს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წელს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი აღდგა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალში საქართველოს თოჯინების თეატრების დასებთან ერთად, რომლებიც ბათუმიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან ესტუმრებიან თბილისს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ცნობილი დასი „ხის ჩარჩოს თეატრი" და ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი.სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
1 ივნისს ასევე თბილისის სხვადასხავა დასასვენებელ პარკებში წარმოდგენილი იქნება თითების თეატრი, თოჯინური საოპერო თეატრი „მცირე პწკალა", ბასტი ბუბუ, ეროვნული უმცირესობების საბავშო ანსამბლები, კარიკატურისტები, ანიმატორები, თბილისის ხელოვნების სკოლების ანსამბლები, საქართველოს ყრუთა კავშირის ბავშთა ანსამბლი,თბილისის თოჯინების თეატრი,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი და სხვა მუსიკალური წარმოდგენები.
პროგრამა:
თითების თეატრი, სპექტაკლი "ექსტრავაგანსა" - თბილისის მედიათეკა/ვაკის პარკი
ახალციხის თოჯინების თეატრი - თბილისის მედიათეკა
თოჯინების საოპერო თეატრი "მცირე პწკალა" სპექტაკლით "სევილიელი დალაქი" - თბილისის მედიათეკა
აზა ბასლანძის საბავშვო ლექსების კრებულის პრეზენტაცია - თბილისის მედიათეკა
სტუდია "1,2,3"-ის კონცერტი - მთაწმინდის პარკის დიდი სცენა
ბათუმის თოჯინების თეატრის მუსიკალური ფრაგმენტები სხავდასხვა თოჯინური სპექტაკლებიდან - მთაწმინდის პარკის ამფითეატრი
ბასტი ბუბუს კონცერტი - მთაწმინდის პარკის დიდი სცენა
ქუთაისის თოჯინების თეატრი "ოქროს წიწილა" - მუშტაიდის პარკი, ატრაქციონებთან
"სტუდია პატარა ქართველები" კონცერტი - მუშტაიდის პარკი
ეროვნული უმცირესობების საბავშვო ანამბლების კონცერტი/გამოფენა - მუშტაიდის პარკი
სპექტაკლი "ბურატინოს თავგადასავალი" - გლდანი "ვარდების რევიოლუციის ბაღი"
მულტი პულტის თოჯინები - გლდანი "ვარდების რევიოლუციის ბაღი"
თბილისის ხელოვნების სკოლების კონცერტი - რიყის ამფითეატრი
დიდი თოჯინები "NEVERLAND" - რიყის პარკი
საქართველოს ყრუთა კავშირის ანსამბლის კონცერტი - რიყის პარკი
"მზის ფესტივალი" - მზიური
თბილისის თოჯინების თეატრი სპექტაკლით "ბუტია" - მ.ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი მუზა
სტამბულის საბავშვო თოჯინური "ხის ჩარჩოს" თეატრი, სპექტაკლით "კაბარე" - კ.მარჯანიშვილის თეატრის სხვენი
ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლით "აკ-აკ' - ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელტა თეატრის მცირე სცენა
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი სპექტაკლი "ჩვენი ყურშა, ჩვენი ეზოს მშვენებაა" ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი (საბურთალო)
კარიკატურისტი, ანიმატორები, ცეკვის ანსამბლი "მინდია", მევიოლინე, საჰაერო ბურთები და კონცერტი ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი