7 მაისს, უკრაინაზე არაერთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბსოლუტურად სამართლიანია, რომ მთელი დღის განმავლობაში რუსეთის ცაში სიმშვიდე არ იყო.
„და აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, ასევე დღეს მშვიდად არ არის.
ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის სულ მცირე 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რამაც შეიძლება შანსი მისცეს დიპლომატიას.
მაგრამ მსოფლიო სწორედ რუსეთიდან ვერ ხედავს პასუხს, – ვერანაირ პასუხს, გარდა ახალი დარტყმებისა. ეს ყველასთვის მაქსიმალურად ნათლად აჩვენებს, თუ ვინ არის ომის წყარო. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მათ მოუწევთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება და ამის შესახებ სიახლე მალე იქნება.
7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა.
7 მაისის ღამეს, დრონები თავს დაესხნენ თავდაცვის მრეწველობის ობიექტებს რუსეთის რამდენიმე რეგიონში.