საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას ევროკავშირის სანქციების ეტაპობრივად მოხსნას დაჰპირდა. და არნიშნა, რომ ცდება, დაარწმუნოს აშშ იმავე ნაბიჯის გადადგმაში.იუწყება Reuters.
პარიზში, დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას, მაკრონმა განაცხადა, რომ ის სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების თანდათანობით მოხსნას შეეცდება.
თუმცა, ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო პირობა: იმოძრაოს იმავე პოლიტიკური გზით, რა გზითაც ახლა მიდის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ ძალისხმევას გამოიჩენს სირიის საკითხში შეერთებული შტატების პოზიციაზე გავლენის მოხდენისთვის, რათა მათაც დაიწყონ ქვეყანაზე სანქციების ზეწოლის შემცირება.
„ევროკავშირს მოვთხოვ, არ გაახანგრძლივოს სირიაზე დაწესებული სანქციები. ვფიქრობ, ყველას, მათ შორის ამერიკელების ინტერესებშიც არის, დაფიქრდნენ, ან უფრო მეტიც, იმოქმედონ, რათა ჩვენთან ერთად ხელი შეუწყონ სირიელი ხალხის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რათა დაბრუნება უფრო სწრაფად მოხდეს. აღდგეს და უფრო სწრაფად მიიღონ ლტოლვილები სახლში, გადადონ მათი ძალების გამოყვანა რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგან უსაფრთხოების საკითხი კვლავ არსებობს“, - განაცხადა მაკრონმა ალ-შარაასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.