აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააუქმა მოსკოვში ვიზიტი, სადაც 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ალიევის ვიზიტი აღლუმზე დასასწრებად, რომელზეც მოსკოვი და ბაქო მარტში შეთანხმდნენ და რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის 2015 წლის შემდეგ პირველი უნდა ყოფილიყო, არ შედგება.
„სამწუხაროდ, მივიღეთ შეტყობინება, რომ ალიევი არ ჩამოვა. მათ განმარტეს, რომ მან ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - თქვა უშაკოვმა.
მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა ლაოსის პრეზიდენტმა ტონგლუნ სისულითმაც. უშაკოვის თქმით, ის კორონავირუსით დაავადდა.
ამასთან, ტელეარხ „როსია 24“-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ჩინეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტი 10 მაისამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში.
მოსკოვში ჩავიდა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც. მანამდე მისი თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება ბაქოში განახორციელა. პარასკევს ის პუტინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და 9 მაისის აღლუმს დაესწრება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში მიმავალ გზაზე მათ საჰაერო სივრცეში გფრენის უფლება არ მისცეს.