მაშინ, როცა მსოფლიო მშვიდობაზე საუბრობს, რუსეთის ბალისტიკური რაკეტები კვლავ კიევს უტევს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს და კიევზე რუსეთის ძალების მიერ გასულ ღამეს განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ ძლიერი ზეწოლა აიძულებს, რომ გაჩერდეს.
„რუსეთი მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო მეტი ტერორითა და ნგრევით პასუხობს, რადგან მიიჩნევს, რომ შეუძლია, დაუსჯელად იმოქმედოს. რუსეთს მხოლოდ მძლავრი ზეწოლა აიძულებს, გაჩერდეს“, – წერს ცაჰკნა.
ცნობისთვის, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. იერიშის შედეგად დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი.