უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მომხდარ სროლას ეხმიანება.
ზელენსკიმ პოლონელ ხალხს კრაკოვის მომხდარის გამო სოლიდარობა გამოუცხადა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„კრაკოვში საზარელი დანაშაული მოხდა. უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ თავდასხმას ვერაფერი გაამართლებს და დარწმუნებული ვართ, რომ დამნაშავე დაისჯება“.
ზელენსკიმ პოლონეთსა და პოლონელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ვუსურვებთ ძალას და დაშავებულებს, ასევე ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანს, სწრაფ გამოჯანმრთელებას. უკრაინა სოლიდარულია პოლონეთისა და პოლონელი ხალხის მიმართ. ადამიანებს უსაფრთხოების უფლება აქვთ“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, სროლა მოხდა. ავტომობილის მძღოლი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი კრაკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას.