საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
"უსამართლობა!!!
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს.
9 წელი რომ არ გასტანს ეს რეჟიმი და არც 9 თვე, ეს უკვე ნათელია, თუნდაც დღევანდელი ყრილობის შემხედვარე თვალისთვის.
მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პატიმრობა, ერთი დღეც აუტანელია უდანაშაულო ადამიანისთვის.
მათ და მათ ოჯახებს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და ვუსურვებ მხნეობას ამ განსაცდელის ჟამს.
უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამავდროულად ეს ყველაზე ღირსეული ბრძოლაა!
ხვალ კიდევ სხვა პროცესია, სხვა სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ყველას ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა.
თავისუფლება ყველა სინდისის პატიმრებს!!!" - წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.