მედიის ცნობით, შაბათს, 28 ივნისს, პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონაა დეჯხა.
შედეგად, სულ მცირე 16 ჯარისკაცი დაიღუპა.
ავტომობილის აფეთქების შედეგად ასევე ჩამოინგრა ორი სახლის სახურავი. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.
მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთმა ფრთამ, „ჰაფიზ გულ ბაჰადურის ჯგუფმა“ აიღო, რომელიც დაკავშირებულია მეზობელ ავღანეთში მმართველი თალიბანის პაკისტანურ შტოსთან.