კონტრპროდუქტიულია, შიმშილით დაშინების მცდელობა და ამ გზით საზოგადოებას მიაღებინო ის გადაწყვეტილება, რაც გსურს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკაში დემოკრატიული პროცესია არჩევნებში მონაწილეობა და მცდელობა, რომ მათში წარმატებას მიაღწიო. ყველა სხვა მცდელობა – იქნება ეს საზოგადოებაზე მორალური თუ ფიზიკური ზეწოლა, ბულინგი, საზოგადოების შიმშილით დაშინება და ამ გზით მიაღებინო ის გადაწყვეტილება, რაც გსურს, კონტრპროდუქტიულია. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის, სადაც გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.