ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეს გერმანელებსაც ეხება.
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.