აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე რუსეთის ლიდერ ვლადიმiრ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა - „ჩემი მეგობარი“ დაურთო.
ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პუტინთან შეხვედრების ამსახველი რამდენიმე ფოტო.
ერთ-ერთ ფოტოზე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევენ. სწორედ ამ ფოტოს დაურთო აშშ-ის პრეზიდენტმა წარწერა „ჩემი მეგობარი“.
ტრამპი პუტინს „მეგობარს“ პირველად არ უწოდებს.
19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს, პუტინის დანახვისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასზე მიუთითა და იკითხა: „ეს ვინ არის?“, შემდეგ კი დაამატა: „ეს ჩემი მეგობარია. მიხარია შენი ნახვა“.