ადამიანური ემპათიაა, შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერი წერს.
„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს – „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს. „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა.
დღეს, პეტერ ფიშერი მივიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ.
ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება“.