რუსეთის ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ პოლიგონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსპიკერის, ვიტალი სარანცევის თქმით, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სამხედრო ბაზას „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.
„საჰაერო განგაშის გამოცხადების მომენტში, მთელი პირადი შემადგენლობა თავშესაფრებში იმყოფებოდა, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც იქამდე მისვლა ვერ მოასწრეს. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო „ისკანდერი“, თუმცა საბოლოო ცნობები ექსპერტების მიერ დარტყმის ადგილის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა სარანცევმა.
აღნიშნულია, რომ საჰაერო თავდასხმის დროს არ ყოფილა პირადი შემადგენლობის მასობრივი შეკრება.
„ხაზს ვუსვამთ, რომ პირადი შემადგენლობის მასობრივი შეკრება არ მიმდინარეობდა. საჰაერო განგაშის ამოქმედების შემდეგ, პირადი შემადგებლობის უმეტესობა თავშესაფრებში იმყოფებოდა. დასავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება,“ - აღნიშნა სარანცევმა.